ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა

ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე — ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარედ კი შალვა პაპუაშვილის წარდგენას დაუჭირა მხარი.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს უფლებამოსილება აქვს, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად წარმოადგინა ბატონი ირაკლი კობახიძე და ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს მხრიდან სრულად მხარდაჭერილი იქნა. ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მომდევნო დღეებში, პარლამენტის პირველ სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის არჩევნების თარიღსაც ჩანიშნავს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.