ვინ წარადგინა პრემიერად ივანიშვილმა

იმ ფონზე, როცა საქართველოში ჩატარებულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიცია, სადამკვირვებლო მისიები და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებს, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა.
მმართველ პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოდან ცნობილი ისიც გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ისევ შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ბატონი ირაკლი კობახიძე, და ბუნებრივია პოლიტსაბჭოს მხრიდან მხარდაჭერილ იქნა სრულად, ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია “ქართული ოცნება” შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე”- თქვა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე