“ივანიშვილი ქვეყნისთვის უდიდეს სიკეთეებს აკეთებს” – ელისო ბოლქვაძე ბიძინაზე

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა “კრისტის” აუქციონზე შეიძინა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელსაც ეროვნულ მუზეუმს გადასცემს.

ამ ამბავს უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილს გამორჩეული ადამიანი უწოდა:

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი ცხოვრებით არის გამორჩეული ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის უდიდეს სიკეთეებს აკეთებს.

ეს არის ერთ-ერთი ქველმოქმედება, რომელიც არის ისტორიული მნიშვნელობის. ეს არის ძალიან დიდი, ეროვნული მნიშვნელობის საქმე. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული მოვლენა“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”