ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელისო ბოლქვაძე - ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი წელს მეცხრედ მოიპოვა

მსურს სიხარულით გაცნობოთ, რომ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს მეცხრედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, UNESCO-ს ორგანიზაციის წევრობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციისთვის.
„მსურს სიხარულით გაცნობოთ, რომ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს მეცხრედ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი.
UNESCO-ს ორგანიზაციის დიდი ოჯახის წევრობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციისთვის”, - წერს ელისო ბოლქვაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.