არქივი2 თებერვალი 2025, 17:39
“ივანიშვილი უკვე კარგად შეშინებულია” – პაატა ბურჭულაძე

უკვე დიდი წარმატებაა, რომ ასეთი შეშინებული ვნახეთ. ბიძინას სახე მახსენდება, რუსული კანონის მერე რომ გამოვიდა შეშინებული თვალებით, ეს ჩანს დღეს ყველა პოლიციელში. პოლიციელის მუნდირი გააუფასურეს. დგანან, გვიყურებენ ნიღბიანები და რა უნდათ, რას გვერჩიან, თავადაც არ იციან. ამდენი პოლიციელი რომ გამოიყვანა, ესე იგი უკვე კარგად შეშინებულია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანად და ის უნდა იყოს დაშინებული. გამარჯვებამდე ძალიან ახლოა, ვიყოთ ერთად, ჩვენი ძალა ერთობაშია. ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.