ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯო უილსონი - სამწუხაროდ, ორბანი ცდება - „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს

ჯო უილსონი - სამწუხაროდ, ორბანი ცდება - „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს

„ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი ორბანი ცდება. „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს“, - წერს ჯო უილსონი.
ამერიკელი კონგრესმენი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„დროა, ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა შეწყვიტონ. საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე“, - დაწერა ორბანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.