არქივი4 ოქტომბერი, 2025, 22:24
„ივანიშვილი, სააკაშვილი და ხაზარაძე ერთდროულად დასრულდებიან“ – ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
„ამდენი ხალხი თითქმის წელიწადია, ქუჩაში მშვიდობიანად დგას და ვიღაც უპასუხისმგებლო კლოუნების გამო რეჟიმის პროპაგანდას ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი.
ამის მიზეზი მარტივია:
ეს არაა ბრძოლა რეჟიმსა და ოპოზიციას შორის.
ესაა ბრძოლა დემოკრატიულ პროცესსა და პოსტსაბჭოთა ავტოკრატიას შორის.
გავარღვევთ და ყველა ოლიგარქს და ავტოკრატს – ყველა ფლანგზე, მათი მფრინავი მაიმუნებიანად ერთად ჩავრეცხავთ.
ივანიშვილი, სააკაშვილი და ხაზარაძე ერთდროულად დასრულდებიან”.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.