ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამარ ჩერგოლეიშვილი - ამდენი ხალხი, თითქმის წელიწადია ქუჩაში მშვიდობიანად დგას და ვიღაც უპასუხისმგებლო "კლოუნების" გამო, რეჟიმის პროპაგანდას ეძლევა საშუალება, ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი

თამარ ჩერგოლეიშვილი - ამდენი ხალხი, თითქმის წელიწადია ქუჩაში მშვიდობიანად დგას და ვიღაც უპასუხისმგებლო "კლოუნების" გამო, რეჟიმის პროპაგანდას ეძლევა საშუალება, ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი

ამდენი ხალხი, თითქმის წელიწადია ქუჩაში მშვიდობიანად დგას და ვიღაც უპასუხისმგებლო კლოუნების გამო, რეჟიმის პროპაგანდას ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი , - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ივანიშვილი, სააკაშვილი და ხაზარაძე ერთდროულად დასრულდებიან”.
„ამის მიზეზი მარტივია:
ეს არაა ბრძოლა რეჟიმსა და ოპოზიციას შორის.
ესაა ბრძოლა დემოკრატიულ პროცესსა და პოსტსაბჭოთა ავტოკრატიას შორის.
გავარღვევთ და ყველა ოლიგარქს და ავტოკრატს - ყველა ფლანგზე, მათი მფრინავი მაიმუნებიანად ერთად ჩავრეცხავთ.
ივანიშვილი, სააკაშვილი და ხაზარაძე ერთდროულად დასრულდებიან”, - წერს ჩერგოლეიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.