პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო, დანიის ელჩი სამინისტროში იმყოფებოდა

ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო, საქართველოში დანიის სამეფოს ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. ამ დროისთვის, ელჩმა უწყება უკვე დატოვა. ინფორმაცია ტაბულას სამინისტროში დაუდასტურეს.
საქართველოში დანიის სამეფოს ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ Op-Ed-ში ბიძინა ივანიშვილი რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქად მოიხსენია.
ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების მოკლედ აღწერის დროს, სორენსენმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია დააფუძნა ოლიგარქმა ივანიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.