არქივი11 იანვარი, 2024, 12:23
ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამო, დანიის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
დანიის ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატი უკვე საგარეო უწყებაშია. მას სავარაუდოდ ახსნა-განმარტებებს მოსთხოვენ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა.
ელჩის ამ შეფასებამ "ოცნების" წევრები წყობიდან გამოიყვანა. ისინი დილიდან ითხოვენ დიპლომატისგან ბოდიშის მოხდას და საგარეოს მოუწოდებდნენ, სორენსენი ახსნა-განმარტებებისთვის დაებარებინა.
იხილეთ ასევე:
· "ოლიგარქი ივანიშვილი" | დანიის საელჩო ელჩის განცხადებაზე განმარტებას ავრცელებს
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.