არქივი30 ნოემბერი 2023, 07:56
იერუსალიმში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა
სულ მცირე 2 ადამიანია მოკლული და 7 დაჭრილი იერუსალიმის შესასვლელთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ხალხს ავტომანქანიდან ცეცხლი გაუხსნა ორმა პირმა. თავდამსხმელები პოლიციელებმა დახოცეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია ისრაელის წინააღმდეგ მოქმედ არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას.
გამოცემა Jerusalem Post-ი წერს, რომ ერთი წლის წინ, ამავე გაჩერებაზე მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად 2 ისრაელელი დაიღუპა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.