პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იერუსალიმის მახლობლად საგუშაგოზე სროლა იყო | დაშავდა 4 ადამიანი

ისრაელის პოლიციის განცხადებით, სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა იერუსალიმის მახლობლად საგუშაგოს. დაჭრა ოთხი ადამიანი. უწყება ამბობს, რომ ერთ-ერთი დაშავებული "ძალიან მძიმე მდგომარეობაშია".
პოლიციამ დასძინა, რომ გვირაბის საგუშაგოზე იერუსალიმსა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ბეთლემს შორის თავდასხმაში ეჭვმიტანილს ესროლეს და ის განეიტრალებულია.
"გადასასვლელზე დისლოცირებულმა უსაფრთხოების ძალებმა სამი ტერორისტი გაანეიტრალეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ისინი მივიდნენ საეჭვო მანქანით და ცეცხლი გაუხსნეს ჩვენს ძალებს", - თქვა პოლიციამ.
პალესტინელი ოფიციალური პირების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.