იენს სტოლტენბერგი პოლონეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეაზე – ნატო კონფლიქტში არ ჩაერთვება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის ეწინააღმდეგება პოლონეთს საჰაერო თავდაცვის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად, – სტოლტენბერგმა ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში გასულ ინტერვიუში განაცხადა.
ნატო-ს გენერალურ მდივანს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა პოლონეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მისი მიმართულებით მფრინავი რაკეტების ჩამოგდების იდეაზე.
„ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას და ჩვენ ახლა გავზარდეთ მხარდაჭერა, მაგრამ ნატო-ს პოლიტიკა უცვლელი რჩება – ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ კონფლიქტში. ჩვენ არ გავხდებით კონფლიქტის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსული თვითმფრინავების განადგურებაში, მაგრამ ნატო პირდაპირ არ ჩაერთვება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მან დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ „უკრაინას აგრესორი ქვეყნის, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის უფლება აქვს“.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, სხვადასხვა ქვეყანამ შემოიღო სხვადასხვა შეზღუდვები იმ იარაღის გამოყენებაზე, რომელსაც ისინი უკრაინას გადასცემენ. ამასთან, ის მიესალმა აშშ-ის ნებართვას ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს დარტყმის განხორციელების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი