იენს სტოლტენბერგი: ვლადიმერ პუტინმა სამუდამოდ დაკარგა , ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს.

„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელებული შეჭრის მიზანი იყო, არ დაეშვათ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ შეჭრიდან თითქმის ორი წლის ომის შემდეგ, ნატო-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა dpa-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადა.

„პრეზიდენტმა პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა. ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს უკრაინა მიაღწევს თავის მიზანს და გახდება ნატო-ს წევრი.

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა იმ ფასზე ისაუბრა, რომლის გადახდაც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო უწევს და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა ასობით თვითმფრინავი, ათასობით ტანკი, დაიღუპა და დაიჭრა 300 000 რუსი ჯარისკაცი, რომ ომის გამო ინფლაცია გაიზარდა და ცხოვრების დონე შემცირდა და ახლა პოლიტიკურად იმაზე მეტად იზოლირებულია, ვიდრე ადრე.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!