ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იენს სტოლტენბერგი - გაოცებული ვარ იმ რეფორმებით, რომლებსაც უკრაინა ატარებს

გაოცებული ვარ იმ რეფორმებით, რომლებსაც უკრაინა ატარებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმდნენ სამუშაო პროგრამაზე და სტრუქტურაზე, რათა შემდგომი რეფორმების განხორციელებაში დარწმუნებულები იყვნენ.
იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე მომავალი რეფორმების განხორციელების ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა.
„ნატო და უკრაინა უკვე ერთად მუშაობენ და ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის თავსებადობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ინოვაციებისა და კიბერთავდაცვის შესახებ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.