იენს სტოლტენბერგი - ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ
ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„შეხვედრაზე ჩვენ უკრაინის პრიორიტეტული რეფორმების შესახებ რეკომენდაციებზე შევთანხმდებით, ხოლო ჩვენ ნატოში გაწევრიანების გზაზე კიევის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მოკავშირეები თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინა მომავალში ნატოს წევრი გახდება და ხაზი გაუსვა იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც წევრი ქვეყნები უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის ფონზე უწევენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.