ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევის ადმინისტრაცია - რუსეთმა კიევის წინააღმდეგ, გასული წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის 1 600 დრონი და რაკეტა გამოიყენა

კიევის ადმინისტრაცია - რუსეთმა კიევის წინააღმდეგ, გასული წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის 1 600 დრონი და რაკეტა გამოიყენა

რუსმა ოკუპანტებმა, 2024 წლის განმავლობაში, უკრაინის დედაქალაქ კიევის წინააღმდეგ 1600-ზე მეტი გამანადგურებელი საშუალება გამოიყენეს, მათ შორის დრონები, ფრთოსანი, ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტები, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში დედაქალაქში საჰაერო განგაში 500-ჯერ გამოცხადდა.
„კიევისთვის, ისევე როგორც მთელი უკრაინისთვის, 2024 წელი არ იყო იოლი. 2024 წელს კიევში 500 საჰაერო განგაში გაისმა, რომლის დროსაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქს 1600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის გამანადგურებელი საშუალების გამოყენებით 200-მდე საჰაერო დარტყმა მიაყენეს“, - აცხადებენ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
მათი განმარტებით, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 1300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 200-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 24 ბალისტიკური რაკეტა (ისკანდერ-მ/კნ-23); „კინჟალის“ 22 აერობალისტიკური რაკეტა და „ცირკონის“ ტიპის 7 ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.