ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იელენი: ჩინეთის ბანკებს, რომლებიც რუსეთს სამხედრო ინვენტარის შეძენაში ეხმარებიან, შესაძლოა სანქციები დაეკისროთ

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა პეკინი გააფრთხილა, რომ ჩინეთის ბანკებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან დასავლური ტექნოლოგიების შესყიდვაში უკრაინაში წარმოებული ომისთვის, შესაძლოა სანქციები დაეკისროთ.
ჩინეთში ვიზიტის დასრულებისას იელენმა მასპინძლებს უთხრა, რომ ფირმებს, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამრეწველო ბაზას მასალებით ეხმარებიან, "მნიშვნელოვანი შედეგები შეეხებათ".
ჩინეთი მნიშვნელოვანი გზა გახდა სანქცირებული საქონლის რუსეთში მოსახვედრად, რამდენიმე ჩინური კომპანია უკვე შეყვანილია აშშ-ის სანქციათა ნუსხაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.