ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ ჩინურ ბანკებს, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან, სანქციებით ემუქრება

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის განცხადებით, ჩინური ბანკები და ექსპორტიორები გააფრთხილა, რუსეთს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში არ დაეხმარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციების დაწესებით დაემუქრა.
„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კომპანიებმა, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მყოფმა კომპანიებმა, არ უნდა უზრუნველყონ რუსეთის ომის მატერიალური მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან. მე განვაცხადე, რომ ნებისმიერი ბანკი, რომელიც ხელს უწყობს მნიშვნელოვან ტრანზაქციებს, რომლებსაც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების საქონლის რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაზე მიაქვს, აშშ-ის სანქციების რისკის ქვეშაა“, - აღნიშნა ჯანეტ იელენმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩინეთში იმყოფება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.