იგორ ნარმანია – ფორუმის ფარგლებში გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავესაუბროთ ჩვენს თანატოლებს, თანამოაზრეებს და გავაცნოთ ჩვენი ხედვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

ფორუმის ფარგლებში გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავესაუბროთ ჩვენს თანატოლებს, ჩვენს თანამოაზრეებს და გავაცნოთ ჩვენი ხედვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი ღონისძიება, ძირითადად, ახალგაზრდულ პროგრამას ეძღვნება.
„ფორუმის ფარგლებში გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავესაუბროთ ჩვენს თანატოლებს, ჩვენს თანამოაზრეებს. დღეს საქართველო დგას ისტორიულ გზაგასაყარზე, საქართველოს აქვს ისტორიული შანსი გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ თუ როგორია სამომავლო ხედვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როგორი იქნება ჩვენი სამომავლო პროგრამა, რითაც ჩვენ შევხვდებით და გავესაუბრებით ჩვენს თანატოლებს და რას ვთავაზობთ მათ. ამიტომ დღევანდელი ღონისძიება ძირითად შემთხვევაში ეძღვნება ჩვენს ახალგაზრდულ პროგრამას, რომელიც უნდა წარვუდგინოთ ჩვენს თანატოლებს.“ – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…