იგორ ნარმანია – მიხეილ სააკაშვილისთვის მთავარია ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ევროპული გზა და არა პირადი ინტერესები

მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერის გარეშე არ უნდა გაგზავნილიყო ეს პეტიცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რადგან სწორედ მან დაიწყო პირველად რეფორმების გატარება და ყველაფრის მიუხედავად, ძალიან კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მთავარია ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ევროპული გზა და არა პირადი ინტერესები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს შედგა კარგი პოლიტიკური აქტი, როდესაც სამი პრეზიდენტის გზავნილი ეგზავნება ევროპელ მეგობრებს.
„თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს არ ჰყავდეს პუტინის პირადი ტყვე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც რეალურად პირველად აღმართა ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ და რომელმაც პირველმა დაიწყო ევროპული გზის გაჩარხვა, რომელმაც პირველმა დაიწყო ევროპული რეფორმების გატარება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს თავისუფალი.
მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერის გარეშე არ უნდა გაგზავნილიყო ეს პეტიცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ყველაფრის მიუხედავად, ძალიან კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მთავარია ქვეყნის ეროვნული ინტერესი და არა პირადი ინტერესები“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა