პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იგინებიან, შტაბთან მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს, პროვოკაციებს აწყობენ და ბოლოს, მშვიდობიანი აქტივისტები ვართო

იგინებიან, შტაბთან მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს, პროვოკაციებს აწყობენ და ბოლოს, მშვიდობიანი აქტივისტები ვართო

იგინებიან, შტაბთან მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს, პროვოკაციებს აწყობენ და ბოლოს, მშვიდობიანი აქტივისტები ვართო
პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. “სხვის ქონებას აზიანებენ, დესტაბილიზაციას აწყობენ, ვანდალურ აქტებს ახორციელებენ და ბოლოს, უდანაშაულოები ვართო” – წერს ექსპერტი რადიკალურ ოპოზიციაზე და აღნიშნავს, რომ მოხდება ყველა დამნაშავის იდენტიფიცირება, რომელმაც საარჩევნო ბანერი დააზიანა და აღსრულდება სამართალი.
“რა უცნაურია არა?! – იგინებიან, შტაბთან მიდიან და შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს, პროვოკაციებს აწყობენ და ბოლოს, მშვიდობიანი აქტივისტები ვართო… – სხვის ქონებას აზიანებენ, დესტაბილიზაციას აწყობენ, ვანდალურ აქტებს ახორციელებენ და ბოლოს, უდანაშაულოები ვართო… ყველა დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდება, დააკავებენ და სასამართლოზე “მამა აბრამის ბატკნებივით” ზოგი მრავალშვილიანობას, ზოგი არასრულწლოვანებას და ზოგიც ბებიის ჭრელ ხალათს ამოეფარება ტირილით – რატომ გვაკავებთ და რატომ აღსრულდა მართლმსაჯულება ჩვენზეო?! მოკლედ, რასაც დათესავთ იმას მოიმკით ! არ გინდოდათ მშვიდობა და მიიღებთ სამართალს! ამ საზიზღრობით, რასაც თქვენ აკეთებთ რას მოიგებთ – არავის გაუყოთ !”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.