იგეგმება დამატებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელშიც განხილული იქნება ჩვენი მოქალაქეების გერმანიის შრომით ბაზარზე დასაქმების არეალების გაფართოება – ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მთავარი მიზანი საქართველოს მოქალაქეების მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობაა.
“შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის გზაზე, მით უმეტეს იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. შეთანხმების მთავარ მიზანს წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა, კერძოდ, შეთანხმების საფუძველზე იგეგმება დამატებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელშიც განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიც არის ჩვენი მოქალაქეების გერმანიის შრომით ბაზარზე ცირკულარული მიგრაცია, კერძოდ მათი დასაქმების არეალების გაფართოება, კერძოდ: თუ კი აქამდე მათ მხოლოდ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების საშუალება ჰქონდათ, იგეგმება გაფართოვდეს სამუშაო არეალები, მაგალითად როგორიც არის ლოჯისტიკის სფერო, ტრანსპორტი, მომსახურების სფერო და ასე შემდეგ. ასევე საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ შეთანხმების ფარგლებში არ ყოფილა განხილული ე.წ. ბალკანური მოდელი, შეთანხმების არც ერთ ეტაპზე ეს საკითხი დასმული არ ყოფილა,” – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, გერმანიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე