იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების ორმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, არის მსხვერპლი
იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი საწვრთნელ წვრთნების დროს ზღვაში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრიდან ერთი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის თავდაცვის მინისტრ მინორუ კიჰარაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის თქმით, SH-60 ტიპის ორი საპატრულო ვერტმფრენი წვრთნებს ტორიშიმას მახლობლად, ცენტრალური იაპონიის სამხრეთ სანაპიროზე ატარებდა, როდესაც კატასტროფა მოხდა. დიდი ალბათობით, ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ეკიპაჟის დაკარგულ 7 წევრს იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალები და სანაპირო დაცვა ეძებს.
იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, იოშიტაკა საკაიმ აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი, სხვა ქვეყანა, დიდი ალბათობით, არ ყოფილა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.