ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანს მისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდა არასდროს დაუტოვებია

ირანს მისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდა არასდროს დაუტოვებია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორთან, რაფაელ გროსისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ირანს მისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდა არასდროს დაუტოვებია. როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ერთგულ წევრს, ჩვენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან სრულ თანამშრომლობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
მისივე თქმით, აზრთა სხვადასხვაობა დიალოგითა და თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს.
„ბურთი ევროკავშირისა და სამეულის (საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის) მოედანზეა. მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან და ხელშეუვალი უფლებებიდან გამომდინარე, მაგრამ ზეწოლისა და დაშინების ქვეშ მოლაპარაკებებისთვის მზად არ ვართ“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს დღეს თეირანში შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს