ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაპონია უკრაინის დასახმარებლად NATO-ს ფონდში 37 მლნ აშშ დოლარს შეიტანს

იაპონია NATO-ს ფონდში 37 მილიონ ამერიკულ დოლარს შეიტანს, რათა დამატებითი დახმარება გაუწიოს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოკო კამიკავამ განაცხადა.
ასევე, მისი თქმით, რთული ზამთრის გადასატანად, იაპონია კიევს ხუთ მობილურ გაზის ტურბინის გენერატორს მიაწვდის. მან ასევე პირობა დადო, რომ უკრაინელებს თავშესაფრის აშენებასა და ქალებისა და ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და სამედიცინო სერვისების მიწოდებაში დაეხმარება.
დღევანდელი ვიზიტი კონფერენციამდე შეხვედრას უკავშირდება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ტოკიოში 19 თებერვალს გაიმართება, კონფერენცია მიზნად უკრაინის ომის შემდეგ რეკონსტრუქციის განხილვას ისახავს.
იხილეთ ასევე:
· იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.