იაპონიაში 92-ს მიაღწია მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად განადგურებული სახლების ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ათამდე ადამიანის ცხედრები ამოიტანეს. 5 იანვრის დილის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 92 ადამიანი. დაკარგულად ითვლება 242. ცოცხლად გადარჩენილთა საპოვნელად კრიტიკულად მნიშვნელოვანი 72 საათი გუშინ, 4 იანვარს, საღამოს ამოიწურა.
ტელეკომპანია NHK-ს ინფორმაციით, მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 80 წელზე უფროსი ასაკის ქალი, რომელმაც ნანგრევებში 72 საათზე მეტი გაატარა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ დღეს განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მაშველებსა და პოლიციელებთან ერთად სამხედროები მონაწილეობენ. სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, ოპერაციაში ჩართული სამხედროების რიცხვი 4600-მდე გაორმაგდა.
იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის დამანგრეველი 1 იანვარს მოხდა. ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე, იშიკავის პრეფექტურაში მდებარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქებში სუზუსა და ვაჯიმაში სრულად ან ნაწილობრივ დანგრეულია სახლების დაახლოებით 90%. დროებითი განთავსების ცენტრებში იმყოფება უსახლკაროდ დარჩენილი 34 000-მდე ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს