იაპონიაში 67 ავტომობილის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაიღუპა 2 და დაშავდა 26 ადამიანი, შემთხვევის გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად კი 20-მდე ავტომობილი დაიწვა

იაპონიაში 67 ავტომობილის მონაწილეობით მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა პარასკევს საღამოს, გუმის პრეფექტურაში, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაშავებულთაგან ხუთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც ორი სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა, ხოლო სხვა მძღოლებმა ავტომობილებზე კონტროლი ყინულის გამო დაკარგეს.
ავტომაგისტრალზე შეჯახებების სერია 300 მეტრის მანძილზე გაგრძელდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხანძარი გაჩნდა და დაახლოებით 20 ავტომობილი დაიწვა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!