იაპონიაში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ორშაბათს, ცენტრალურ იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. უძლიერესი მიწისძვრის სიმძლავრე, წინასწარი მონაცემებით, 7.6 ბალს აღწევდა. როგორც სააგენტო “კიოდო” იუწყება, ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხე გამოაცხადა იაპონიის მთელი დასავლეთ სანაპიროსთვის. პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ მოუწოდა ცუნამის საფრთხის ქვეშ მყოფ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს “დაუყოვნებლივ დაიწყონ ევაკუაცია.”
როგორც Reuters-ი, აღნიშნავს ძლიერი ცუნამის შესახებ გაფრთხილება ნიშნავს, რომ არსებობს 3 მეტრზე მეტი სიმაღლის ტალღების შესაძლებლობა,
ცუნამის საფრთხე ასევე გამოცხადდა რუსეთის ვლადივოსტოკში, ხაბაროვსკის მხარესა და სახალინის კუნძულზე.
„გარდიანის“ ცნობით, იაპონიის საავადმყოფოებში მაშველებმა უკვე მიიყვანეს პირველი დაზარალებულები, მაგრამ დაშავებულთა რაოდენობა არ არის მითითებული. საავადმყოფო იშიკავაში გენერატორებზე მუშაობს, რადგან მიწისძვრის შედეგად ამ ტერიტორიაზე შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება.

იშიკავასა და ნიიგატას პრეფექტურებში მიწისძვრას მოჰყვა ნგრევა. 36 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. იაპონიის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში არსებული ყველა ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი უპრობლემოდ მუშაობს. თუმცა, ზოგიერთ ბირთვულ ობიექტებში მოხდა ნავთობის დაღვრა და დაფიქსირდა რამდენიმე მცირე ზიანი.
ინფორმაცია განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ