ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

1-ელ იანვარს ცენტრალურ იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ იაპონიის ზღვის სანაპიროებზე დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის ტალღები გამოიწვია. მიწისძვრის გამო ელექტროენერგიის მიწოდება ათასობით ადამიანს შეუწყდა. ასევე, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში გადაიდო ფრენები და შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა.
იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები ზარალს ჯერ კიდევ აფასებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ მზად იყვნენ დამატებითი ბიძგებისთვის.
"მცხოვრებლები მზად უნდა იყვნენ კიდევ დამატებითი შესაძლო ბიძგებისთვის და მე დაჟინებით ვთხოვ ცუნამის რისკის ქვეშ არსებული ტერიტორების მცხოვრებლებს, რომ ევაკუაცია დაიწყონ" - თქვა იაპონიის პრემიერმინისტრმა ფუმიო კიშიდამ.
რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში იაპონიის მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.