არქივი15 იანვარი 2024, 19:53
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 222-მდე გაიზარდა | ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 222-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1 000-ს აჭარბებს.
ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. არსებული ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 22 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.