იანვარ-აპრილში თურქეთიდან თაფლის ექსპორტმა $11,5 მლნ-ს მიაღწია
თურქეთიდან თაფლის ექსპორტმა იანვარ-აპრილში ფულადი თვალსაზრისით 11 მილიონ 477 ათას 245 დოლარს მიაღწია. ამის შესახებ მონაცემებს თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაცია ავრცელებს.
წლის პირველ 4 თვეში თურქეთმა 40 ქვეყნის ბაზრებს 3007 ტონა თაფლი მიაწოდა.
თურქეთიდან თაფლის ტოპ 3 წამყვანი იმპორტიორები არიან აშშ, გერმანია და ესპანეთი.
თაფლის ექსპორტმა აშშ-ში 3 მილიონ 963 ათას 636 დოლარი შეადგინა, გერმანიაში - 3 მილიონ 126 ათას 576 დოლარი და ესპანეთში - 608 ათას 580 დოლარი.
თურქეთმა თაფლის ახალ ბაზრებზე შესვლა წლის დასაწყისიდან მოახერხა. ქვეყანა ცდილობს გაზარდოს თაფლის ექსპორტი და ექსპორტიორი ქვეყნების რაოდენობა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.