იაგო ხვიჩია სამუშაო შეხვედრაზე - მოლოდინი მაქვს, რომ იქ ოპოზიცია საჩხუბრად და სპექტაკლის დასადგამად შევა - „ქართული ოცნებისგანაც“ ველოდები უსაგნო დოკუმენტაციის წარმოდგენას
მოლოდინი მაქვს, რომ იქ ოპოზიცია საჩხუბრად და სპექტაკლის დასადგამად შევა, მაგრამ არც ხელისუფლებისგან ველოდები იმის მზაობას, რომ რამე შეიცვალოს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს დაანონსებულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, შეხვედრაზე „ქართული ოცნებისგან“ უსაგნო დოკუმენტაციის წარმოდგენას ელის, რომელიც არაფერს შეცვლის, ოპოზიციისაგან კი - უსაგნო ჩხუბს.
„სამწუხაროდ, მე მაქვს მოლოდინი, რომ იქ ოპოზიცია საჩხუბრად და სპექტაკლის დასადგამად შევა, როგორც ეს ცესკოს [ხელმძღვანელობასთან] შეხვედრაზე იყო და ხშირ შემთხვევაში სხვაგანაც გვინახავს, მაგრამ არც ხელისუფლებისგან ველოდები იმის მზაობას, რომ რამე შეიცვალოს, ერთადერთი ფაქტორი რომ არ იყოს გამონაკლისი - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება. დავინახავ ამ ფაქტორმა რა ცვლილება მოახდინა ამ სამუშაო ჯგუფებზე და გეტყვით. მგონია, რომ ოპოზიციის ქმედებებიც შეიძლება აქედან გამომდინარე შეიცვალოს, თორემ სხვა შემთხვევაში იგივეს ველოდები - არა საქმეზე ლაპარაკს, არამედ „ქართული ოცნებისგან“ უსაგნო დოკუმენტაციის წარმოდგენას, რომელიც არაფერს შეცვლის, ხოლო ოპოზიციისგან უსაგნო ჩხუბს, რომელიც არაფერს შეცვლის,“ - განაცხადა ხვიჩიამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.