ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაგო ხვიჩია: აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებაზე მთავრობა ისე ამაყად აცხადებს ზედოზირების ვერსიას, გეგონება, მათ სინდისზე არ იყოს ნებისმიერი ზედოზირებით გარდაცვლილი

იაგო ხვიჩია: აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებაზე მთავრობა ისე ამაყად აცხადებს ზედოზირების ვერსიას, გეგონება, მათ სინდისზე არ იყოს ნებისმიერი ზედოზირებით გარდაცვლილი
იაგო ხვიჩია:
აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებაზე მთავრობა ისე ამაყად აცხადებს ზედოზირების ვერსიას, გეგონება, მათ სინდისზე არ იყოს ნებისმიერი ზედოზირებით გარდაცვლილი.
დიახ, უმთავრესად მთავრობის ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია ეს ადამიანი.
🚨 იმიტომ, რომ როცა მთავრობა პოპულისტურად და უაზროდ ვითომ ებრძვის ნარკომანიას, სინამდვილეში ებრძვის ადამიანს, რომელმაც არც იცის, რას მოიხმარს და რა დოზირებით.
👮🏻‍♂️ ებრძვის მეგობრებს საპოლიციო დაშინებით და აიძულებს, განსაცდელში მიატოვონ ერთმანეთი.
ამიტომ, საბოლოოდ, ვღებულობთ ადამიანის გარდაცვალებას.
აფხაზმა ბლოგერმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია, თორემ ყოველ დღე ვხოცავთ საკუთარ თანამოქალაქეებს მსგავსი გაუაზრებლობით და ეს არავის აინტერესებს.
„კუდიანებზე ნადირობა“ უნდა დამთავრდეს და წამალი უნდა იყიდებოდეს აფთიაქში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ან უფრო მეტი ადამიანი დაიხოცება.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.