ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,თქვენ ხართ სუსის ადვოკატი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი დავით გამყრელიძეს

,,თქვენ ხართ სუსის ადვოკატი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი დავით გამყრელიძეს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ადვოკატ დავით გამყრელიძეს მიმართავს:
,,თქვენ ხართ სუსის ადვოკატი, რომელმაც გადაწყვიტეთ , 7 დღის ნაშიმშილები, 20 წლის ბიჭი, მოწყვლადი იქნებოდა და შეიპარეთ მასთან ქურდივით , საპროცესო გარიგების შეთავაზებით და თან, სხვებზე ხელის დადების სანაცვლოდ.
რაო, გაგიკვირდათ ქოცებს უარი?!
ამას სთავაზობთ პატიმრებს, რომლებიც ჯგუფურით ზიან, იმიტომ რომ ერთი აღიარებაც კი ბრალდების მხარეს აძლიერებს.
შემდეგ, იგივე საქმიდან სხვას რომ ევროპულ სასამართლოში დავა მოუნდეს, ძალიან გაუჭირდება.
იმედია ადვოკატები თქვენზე საჩივარს დაწერენ!“
შეგახსენებთ, ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, ოჯახთან შეუთანხმებლად, ადვოკატი დავით გამყრელიძე შევიდა, რომელიც ჯავახიშვილს დანაშაულის აღიარებას სთხოვდა.
ავსაჯანიშვილი დავით გამყრელიძეს კანონის დარღვევაში ადანაშულებს და წერს, რომ ფაქტის ირგვლი მტკიცებულბებები მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მიაწოდა.
მოშიმშილე ნიკოლოზ ჯავახიშვილთან შევიდა ადვოკატი დავით გამყრელიძე ოჯახთან შეუთანხმებლად (რაც კანონის დარღვევა)და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული და ხელი დაედო ბიჭებისთვის ეს ინფო მომაწოდა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა მაქვს მტკიცებულებაც” , – წერს ავსაჯანიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.