ნანუკა ჟორჟოლიანი: რა ახალი არჩევნები ხალხო, რამდენიმე დღეში კანონით აგვეკრძალება ამის მოთხოვნაც კი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც მან ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც “ქართული ოცნება” გეგმავს.

“დროა ოპოზიცია გაერთიანდეს! დაიწყოს პოლიტიკური პროცესები და რა ახალი არჩევნები ხალხო, ამათი გა***ა უნდა მოვითხოვოთ. იცოდეთ, რამდენიმე დღეში კანონით აგვეკრძალება ამის მოთხოვნაც კი,” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც “ქართული ოცნება” გეგმავს. კონკრეტულად, ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ან ძალადობის მუქარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო