,,თქვენი რომ შემშინებოდა, მაშინ თქვენნაირი ბოგანოს ჯიშის უნდა ვიყო” – რუსუდან შარაძე

გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე:

,,ძალიან გამიმწარებია მკვლელების ბანდა და მისი დებილი ბრბო. 19 წლის მანძილზე, მსგავსი შემოსევა არ მქონია. კარგია ეს და, მხოლოდ და მხოლოდ, კარგზე მეტყველებს.

თქვენი რომ შემშინებოდა, მაშინ თქვენნაირი ბოგანოს ჯიშის უნდა ვიყო. აქ მოდით, თუ მაგრები ხართ და რაც მთავარია, თქვენი სახელით მოდით, თქვე ლაჩრებო!

მიდით, მოასწარით სანამ დრო გაქვთ, თორემ მალე შემოვა კანონი და ყველა სიტყვას ძმრად გადენთ, თქვე ეშმაკის გაგდებულებო. ერთი ქალი მოგიღებთ ბოლო, აგერ მე და აგერ – თქვენ.

ვერ გამტეხთ, უსაზღვრო მოთმინება და ნერვები მაქვს, მარტო ნებისყოფით გადაგხნავთ ყველას.

ჰო, ჩემი „უახლოესი“ მეგობრები, სინამდვილეში მოჩენილი აგენტები რომ დიდი ხანია წყობიდან გამოგიყვანეთ, ვიცი. თქვენც იქვე მიგახნავთ, თუ არ გაჩერდებით და სათითაოდ გამხელთ, ოღონდ უკვე გვარ-სახელებით, ფაქტებით და მტკიცებულებებით.
ძალიან გინდათ? კი ბატონო! “

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ