თუ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ვერ შეძლო, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება

„თუ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ვერ შეძლო, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე წერს.
მისი თქმით, საქართველომ, ამ ურთულეს მსოფლიოში, მკვეთრი მოძრაობებისგან თავი უნდა შეიკავოს და სიმპტომური პოლიტიკით დაიცვას თავი.
„ფაქტობრივად, თანაბარი შანსებია ომისა და მშვიდობის. ორივე შემთხვევაში, ყველაზე მძიმე ბედი ევროპას ექნება.
პუტინი ისეთ მშვიდობას არ დათანხმდება, როგორიც ევროკავშირს სურს. რუსეთისთვის მისაღები მშვიდობის შემთხვევაში კი, ადრე თუ გვიან, ევროკავშირი დაიშლება, რაც შესაძლოა ამერიკის ადმინისტრაციამ არც კი გააპროტესტოს.
შეუთანხმებლობის და მესამე მსოფლიო ომის სცენარის განვითარების შემთხვევაში, ბრძოლის ველის ეპიცენტრი, დიდი ალბათობით, ევროპა გახდება, ზიანი კი მთელს მსოფლიოს შეეხება.
საქართველომ, ამ ურთულეს მსოფლიოში, მკვეთრი მოძრაობებისგან თავი უნდა შეიკავოს და სიმპტომური პოლიტიკით დაიცვას თავი, შეინარჩუნოს მშვიდობა და ყველა შესაძლო სცენარისთვის იყოს მზად…“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა