მარკო მიხელსონი – მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება აღმოფხვრის ევროპაში მიმდინარე ომის ნამდვილ ძირეულ მიზეზს და პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“

რუსეთი თუთიყუშივით იმეორებს ერთსა და იმავე რიტორიკას უკრაინის ომის ძირეული მიზეზების შესახებ და აცხადებს, რომ ისინი უნდა აღმოიფხვრას, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა – გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და შემდეგ დაუპირისპირდეს ნატო-ს.
„მათი სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა – გაანადგურონ უკრაინის სუვერენიტეტი და შემდეგ დაუპირისპირდნენ ნატო-ს. რა არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი? ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ცარიელ ლოზუნგებზე დაყრდნობა, როგორიცაა, მაგალითად „იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ და სანაცვლოდ დავისახოთ მკაფიო მიზანი: დავეხმაროთ უკრაინას გადარჩენაში და გამარჯვებაში. მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება აღმოფხვრის ევროპაში დიდი ომის ნამდვილ ძირეულ მიზეზს და პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“, – წერს მიხელსონი.
შეგახსენებთ, უკრაინისა და აშშ-ის მთავრობების წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა თანახმაა, ცეცხლის დროებით, 30-დღიან შეწყვეტას დათანხმდეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ „კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან