თუ საკონსტიტუციო პარტიას გააუქმებს, წევრებს პოლიტიკაში ყოფნაც აეკრძალებათ – „ოცნების“ კანონპროექტი

„ქართულმა ოცნება“ დაჩქარებული წესით აპირებს მიიღოს ახალი კანონი, რომელიც ყველა იმ პოლიტიკოსს შეეხება, რომლის პარტიასაც საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს. სადავო პარლამენტში კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა, შინაარსზე კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.
კანონპროექტის მიხედვით:
· თუკი საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, თანამდებობის დაკავება, არჩევნებში მონაწილეობა.
როგორც კირცხალიამ თქვა, ამ პოლიტიკოსების სხვა პარტიებში გაწერვიანებაც აიკრძალება და მათ ვერც საარჩევნო სიებში ჩაწერენ:
„წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება“.
გარდა ამის, პოლიტიკოსს, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება გავრცელდება, არ შეეძლება პარტიისთვის შემოწირულებების გაკეთება.
„ქართული ოცნება“ პირველ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას გეგმავს – როგორც ირაკლი კირცხალიამ თქვა, საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზად არის. თუკი კანონს სარჩელის წარდგენის შემდეგ მიიღებენ, შესაძლოა ახალი რეგულაციების გავრცელება-არგავრცელების საკითხი სამართლებრივი დავის საგანი გახდეს.
ხელისუფლებაში მყოფი პარტია გეგმავს სარჩელს საფუძვლად დაუდოს სადავო პარლამენტში მათ მიერვე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც შესწავლილია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…