თუ საკონსტიტუციო პარტიას გააუქმებს, წევრებს პოლიტიკაში ყოფნას აუკრძალავენ – „ოცნებამ“ კანონპროექტი მიიღო

„ქართულმა ოცნებამ“ ორ დღეში მიიღო კანონპროექტი, რომელიც პარტიების გაუქმებასა და პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას შეეხება. სადაო პარლამენტში კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს, 16 ოქტომბერს, მიიღეს.
როგორც “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ამავე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი შეეხება 10-მდე ოპოზიციურ პარტიას, რომლებსაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიაზრებენ.
· თუკი საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, თანამდებობის დაკავება, არჩევნებში მონაწილეობა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უფლებების შემზღუდველი კანონის შესახებ პირველად „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა 13 ოქტომბერს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე. მან აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკოსების სხვა პარტიებში გაწევრიანებაც აიკრძალება და მათ ვერც საარჩევნო სიებში ვერ ჩაწერენ:
„წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება“.
გარდა ამისა, პოლიტიკოსს, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება, არ შეეძლება პარტიისთვის შემოწირულებების გაკეთება.
„ქართული ოცნება“ პირველ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას გეგმავს – როგორც ირაკლი კირცხალიამ თქვა, საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზად არის. თუკი კანონს სარჩელის წარდგენის შემდეგ მიიღებდნენ, შესაძლოა ახალი რეგულაციების გავრცელება-გაუვრცელებლობის საკითხი სამართლებრივი დავის საგანი გამხდარიყო.
ხელისუფლებაში მყოფი პარტია გეგმავს სარჩელს საფუძვლად დაუდოს სადავო პარლამენტში მის მიერვე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც შესწავლილია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა