“თუ “ოცნება” ამაზე უარს ამბობს, ესე იგი მას ეშინია” – რასა იუკნევიჩიანე

სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს საკითხის განხილვის ფარგლებში მთავარმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროკომისიასა და ევროსაბჭოს მიმართა და მოუწოდა გამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების თაობაზე, BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე.
მისი თქმით, რადგან “ქართული ოცნება” უარს ამბობს დამოუკიდებელ გამოძიებაზე “ესე იგი მას ეშინია”.
სახაროვის პრიზი გადაეცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს – ლუკაშენკოსა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პატიმრებს. ამით ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ თქვენ გხედავთ, თქვენი გვესმის და თქვენს გვერდით ვართ. სიტუაცია უარესდება. თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო BBC-ის გამოძიებას, რომელიც ადგენს, რომ ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული პროტესტის ჩასახშობად 2024 წელს. ეს აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული საერთაშორისო დონეზე. მოვუწოდებთ ევროკომისიას და საბჭოს, რომ მოხდეს დამოუკიდებელი გამოძიება. და რადგან ამაზე უარს ამბობს “ოცნება” ესე იგი მას ეშინია,” – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ. (სინქრონული თარგმანი)

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა