ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გახარია - „ოცნებას“ ეშინია გამოძიების, ვინაიდან გამოაშკარავდება, ვინ გასცა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება, დადგინდება, როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება მინისტრის და მოადგილის გვერდის ავლით

გიორგი გახარია - „ოცნებას“ ეშინია გამოძიების, ვინაიდან გამოაშკარავდება, ვინ გასცა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება, დადგინდება, როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება მინისტრის და მოადგილის გვერდის ავლით

ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა „საქართველოსთვის“ ინიციატივა, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რათა შესწავლილ იქნას მშვიდობიანი პროტესტების დარბევის დროს მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, BBC-ის ცნობებზე დაყრდნობით.
„ქართულ ოცნებას“ ეშინია საჯარო გამოძიების, ვინაიდან ის გამოააშკარავებს ვინ გასცა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ბრძანება, და გარდაუვალად მიგვიყვანს იმის დადგენამდე, როგორ გახდა შესაძლებელი 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება მინისტრისა და მინისტრის მოადგილის გვერდის ავლით.
მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ კმაყოფილია ოთხდღიანი „გამოძიების“ შედეგებით, როდესაც „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებაზე გამჭვირვალე ფორმით სიმართლის დასადგენად, ფაქტების დადგენის ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა“, - წერს გახარია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.