არქივი3 ივნისი, 2025, 05:22
“თუ ლელო არ შევიდა, არც გახარია შევა… ვერ გაბედავს” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას და რეჟიმის ნორმალიზაციას – მისთვის ახალი სუნთქვის გახსნას და ცვლილების გადავადებას. ლელოზეა ეს დამოკიდებული. თუ ლელო არ შევიდა, არც გახარია შევა (ასე მგონია, ვერ გაბედავს). და თუ არცერთი მეინსტრიმ პარტია არ შევიდა, ახალი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი გახდება. დიდებული იქნება, თუ ლელო არ აყვება “მთავარ ოპოზიციურ ძალად” ქცევის ცდუნებას და მოუკლავი დათვის ტყავის განაწილების ჟინი სააკაშვილის შეცდომებს არ გაიმეორებინებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.