ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თამარ ჩერგოლეიშვილი - თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას - დიდებული იქნება, თუ „ლელო“ არ აყვება „მთავარ ოპოზიციურ ძალად“ ქცევის ცდუნებას - თუ „ლელო“ არ შევიდა, არც გახარია შევა

თამარ ჩერგოლეიშვილი - თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას - დიდებული იქნება, თუ „ლელო“ არ აყვება „მთავარ ოპოზიციურ ძალად“ ქცევის ცდუნებას - თუ „ლელო“ არ შევიდა, არც გახარია შევა

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას და რეჟიმის ნორმალიზაციას, მისთვის ახალი სუნთქვის გახსნას და ცვლილების გადავადებას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
ჩერგოლეიშვილის აზრით, მოხდება თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ ოპოზიციის კაპიტულაცია „ლელოზეა“ დამოკიდებული.
„თუ „ლელო“ არ შევიდა, არც გახარია შევა (ასე მგონია, ვერ გაბედავს).
და თუ არცერთი „მეინსტრიმ“ პარტია არ შევიდა, ახალი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი გახდება.
დიდებული იქნება, თუ „ლელო“ არ აყვება „მთავარ ოპოზიციურ ძალად“ ქცევის ცდუნებას და მოუკლავი დათვის ტყავის განაწილების ჟინი სააკაშვილის შეცდომებს არ გაიმეორებინებს“, - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.