არქივი5 ოქტომბერი, 2024, 11:56
თუ კლასიკურ თავისუფალ ვაჭრობას გააგრძელებს, ევროკავშირი, შესაძლოა, მოკვდეს - მაკრონი

ევროკავშირი თუ კლასიკურ თავისუფალ ვაჭრობას გააგრძელებს, შესაძლოა, იგი მოკვდეს, – ამბობს ემანუელ მაკრონმი.
როგორც მან ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ევროკავშირის გადასარჩენად პროტექციონისტული პოლიტიკაა საჭირო.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შესაძლოა, მოკვდეს ან ორ-სამ წელიწადში ბაზრის გარეთ აღმოჩნდეს, თუკი კლასიკურ თავისუფალ ვაჭრობას გააგრძელებს.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კი აცხადებს, რომ არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკისგან ევროპული ინდუსტრიის დაცვის სურვილმა ევროპა თვითდაზიანებამდე არ უნდა მიიყვანოს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.