„თუ ვინმე მყავდა, ყველა მიწაშია. გამოვდივარ ერთი ყუთით, რომ პური ვიყიდო. თუ რამე მქონდა ყველაფერი წაიღეს, რა გზას დავადგე? ამას სიცოცხლე არ ჰქვია რაც მე მჭირს”

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
● 27 მლნ. ₾ წილის რეალიზაციაში
● 12,5 მილიონი ლარის ბიტკოინი
● 4,3 მილიონზე მეტის უძრავი ქონება
● 2,4 მილიონის ბიტკოინი გაყიდა ₾
● 16 მლნ. ლარი სესხად გაცემული
● 770 000 ლარის მანქანები
● 403 000 ლარის მოტო ტრანსპორტი
● 661 500 ₾ ფერწერული ტილოები
● 113 000 ლარის ნაღდი ფული
● 1,1 მლნ. საოჯახო და პირადი ხარჯი
——-
დღეს 1 წელი გავიდა მას მერე, რაც ბეტონის ლოდი დაეცა ამ ადამიანს და ადგილზევე გაჭყლიტა. ეს სადგურის მოედანზე, დეზერტირებთან მოხდა.
ზუსტად დღეს, ზუსტად იმავე ადგილზე, მერიამ გარემოვაჭრეებს დახლები აუყარა – “უსახური კონსტრუქციებისგან და ნარჩენებისგან გავწმინდეთო.”
ალბათ, 1,1 მილიონი ლარი საოჯახო და პირადი ხარჯებისთვის რომ შეგიძლია გაიღო მხოლოდ ერთ წელში, მერე წარმოუდგენელია გესმოდეს იმ ადამიანების, რომლებიც ლუკმა პურისთვის ღია ცის ქვეშ ვაჭრობენ.
შეუძლებელია, ამ ქონების პატრონს გესმოდეს ამ ქალის გულიდან ამოგლეჯილი სიტყვები:
„თუ ვინმე მყავდა, ყველა მიწაშია. გამოვდივარ ერთი ყუთით, რომ პური ვიყიდო. თუ რამე მქონდა ყველაფერი წაიღეს, რა გზას დავადგე? ამას სიცოცხლე არ ჰქვია რაც მე მჭირს.“
ჯანმრთელი, ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილისთვის პასუხი არავის უგია, გეგონება, მერიის ვალდებულება არ იყოს ავარიული სახლების მიხედვა.
მაგრამ დიდი მონდომებით დასდევენ ისედაც გაჭირვებულ, გამწარებულ ადამიანებს და პირიდან ბოლო ლუკმას აცლიან. მართლაც, სიცოცხლე არ ქვია იმას, რაც ამ ქვეყანას დამართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ტიპი გამოვიდა, დეპუტატს უწოდებს თავის თავს, და თქვა, დაგეგმილი იყო დენის გათიშვა და განზრახ არ შეგატყობინეთო. ანუ იცოდნენ და გაწირეს ადამიანები. აქ არ გაჩერდა, მე თვითონ ლიფტში გავიჭედე და მიხარიაო

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ