“თუ ვინმე დაინტერესდება, ყველას გავცემთ პასუხს” | კალაძე წერეთლის რეაბილიტაციით, საგამოძიებო უწყებების შესაძლო დაინტერესებაზე

წერეთლის გამზირზე სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად, დღე და ღამის განმავლობაში – აცხადებს თბილისის მერი და უარყოფს ინფორმაციას, რომ წერეთლის რეაბილიტაციის პროექტით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ. კახა კალაძის თქმით, პროექტთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია ღიაა და მერიას დასამალი არაფერი აქვს.
“ასფალტის საფარი ქვედა ფენებში უკვე დაგებულია. შემდეგი სამუშაოები იქნება ტროტუარის მოწესრიგება, საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა და შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, რის შემდეგაც ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება. როგორც საზოგადოებას დავპირდით, იანვრის ბოლოს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება და გამზირზე გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი… თუ ვინმე დაინტერესდება, ყველას გავცემთ პასუხს. დასამალი არაფერია, ყველა ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი მიღება. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია. ასე რომ, პრობლემა და დასამალი ნამდვილად არაფერია“, – ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, კომპანიებს, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ევალებოდათ, თბილისის მერიამ გასულ კვირას კონტრაქტი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეუწყვიტა. კომპანიებს “მილენიუმ ბილდერსა” და “ერტედეს” სამუშაოები ამა წლის იანვრამდე უნდა დაესრულებინათ, რისთვისაც მათთვის ბიუჯეტიდან 31 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. ჩაშლილი რეაბილიტაციისა და სამუშაოების გახანგრძლივების გამო ეს ხელშეკრულებები შეწყდა.
ცნობილია 4 კომპანია, რომელიც სამუშაოებს გააგრძელებს. მათ შორისა, ერთ-ერთი ს მეგობრის შპს “პარმაა”.