ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძე წერეთლის რეაბილიტაციაზე: ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის

მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები...
სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის. გარკვეული დრო დასჭრდება, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ. ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები, პროცესში უამრავი ჯარიმა იწერება. ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხარისხს და დათქმულ ვადებში დაცვას.
თბილისის მერი კახა კალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.