“თუ ვინმემ ჩაშალა ერთობაზე მოლაპარაკებები, ეს არის ის, ვინც ვერ და არ უერთდება ერთობის მანიფესტს” – გიორგი კაპანაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი კაპანაძე არ ეთანხმება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ს, რომლმაც განაცხადა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიგნით დაპირისპირების მოგვარებისა და გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჩაშალა.
კაპანაძის თქმით, მოლაპარაკებები ჩაშალეს მათ, ვინც პარტიის “ერთობის მანიფესტს” არ შეუერთდა.
“მხოლოდ ლევანმა კი არა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი მიუხედავად იმისა, რა პოზიცია გვიჭირავს ახლა. მე ვერ დავეთანხმები კობა ნაყოფიას – თუ ვინმემ ჩაშალა ერთობაზე მოლაპარაკებები, ეს არის ის, ვინც ვერ და არ უერთდება ერთობის მანიფესტს, პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდების, თხოვნის და ასეთი გზავნილის მიუხედავად. ეს არის გამოსავალი, ერთობის მანიფესტზე მიერთება არის ერთობისაკენ გადადგმული ნაბიჯი. შენ გინდა ერთობა? გინდა ბრძოლის გაგრძელება ამ პარტიასთან ერთად? გინდა საქართველოს გამარჯვება და შენი წვლილის შეტანა ამ პარტიიდან? მაშინ არის ერთობის მანიფესტი და შეგიძლია შემოუერთდე,”- აცხადებს გიორგი კაპანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ